უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიდი შვიდეულის“ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა, რათა რუსულ სარაკეტო ინდუსტრიაზე და ბირთვული სფეროს მიმართ ახალი სანქციების დაწესება განიხილონ.
როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება არის ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლსა და ნგრევას.
"ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას.
კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press