Foto

ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა

ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რომის პაპის მიერ დაწერილი წერილი გადასცა.

შეხვედრისას მატეო ზუპიმ და ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ყურადღება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე გაამახვილეს.

ზელენსკიმ და ვატიკანის კარდინალმა ასევე დეტალურად განიხილეს უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება და გლობალური მშვიდობის სამიტში ქვეყნების ფართო სპექტრის, განსაკუთრებით სამხრეთის ჩართვის აუცილებლობა.