საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.
ღარიბაშვილმა დასძინა, რომ მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
Mana press