9 ივნისს, რესტორან "ბინა N37"-ში, სლოგანით "სიკეთე იწყება შენით!" საქველმოქმედო საღამო გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქველმოქმედო საღამო მიზნად ნინო ქათამაძის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად რესურსების მობილიზებას ისახავს.
"ფონდი ზრუნავს 70-ამდე ბავშვზე, ლტოლვილებზე, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ფონდი უზრუნველყოფს მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აწყობს მასტერკლასებს, ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების განვითარებას - მუსიკა, სახვითი ხელოვნება; ბავშვებს უტარდებათ სამედიცინო ოპერაციები და ა.შ.
საღამო მოიცავს გასართობ პროგრამას, მათ შორისაა ნინო ქათამაძის სიმღერების შესრულება, მისასალმებელი სიტყვა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მიერ, ვახშამი უკრაინული სამზარეულოს პოპულარული რესტორნებისგან - Fork და Pan Varenyk და საღამოს დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონი.
საქველმოქმედო თანხის საწყისი მოცულობა 200 ლარიდან იწყება და მთლიანად გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე GE77TB7493945067800006",- ნათქვამია უკრაინის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press