Foto

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ვატიკანის 7 ივნისის განცხადებაში ნათქვამია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაპს ნაწლავის რეზექციას ჩაუტარებენ.

ოპერაციის შემდგომ, სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილებისა და რეაბილიტაციის მიზნით ის საავადმყოფოში "რამდენიმე დღე" დარჩება.

ცნობისთვის, მარტში რომის პაპმა რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში სამი დღე გაატარა.