Foto

ზელენსკა - ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწაზე არიან

ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწაზე არიან, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

როგორც ზელენსკამ აღნიშნა, კახოვკის ჰესის განადგურება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკოციდის ყველაზე დიდი დანაშაულია.

"კახოვკას ჰესის განადგურება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკოციდის ყველაზე დიდი დანაშაულია. ასობითათასი უკრაინელი, შესაძლოა, წყლის გარეშე დარჩეს. ბევრმა ადამიანმა ყველაფერი რაც ჰქონდა, ერთ დღეში დაკარგა. ცხოველები კვდებიან. ეს ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწაზე არიან", - წერს ზელენსკა.