Foto

დანილოვი - როდესაც კონტრშეტევას დავიწყებთ, ამის შესახებ ყველა გაიგებს

როდესაც კონტრშეტევას დავიწყებთ, ამის შესახებ ყველა გაიგებს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

ოლექსი დანილოვმა უარყო რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოსდა უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და აღნიშნა, რომ როდის დაიწყება კონტრშეტევა ამას უკრაინელი სამხედროები გადაწყვეტენ.

„ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. როდის დაიწყება ეს ყველაფერი, ამას ჩვენი სამხედროები გადაწყვეტენ. როდესაც კონტრშეტევას დავიწყებთ, ამის შესახებ ყველა გაიგებს, ამას ყველა დაინახავს“, - განაცხადა დანილოვმა.