შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინელი სამხედროები კრიტიკულ ზონაში მყოფი ადამიანების დახმარებას ცდილობენ, საჭიროა ფართმასშტაბიანი ძალისხმევა, რაც სამაშველო ოპერაციებში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას გულისხმობს.
"ჩვენი სამხედროები და სპეცსამსახურები, დაბომბვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ხალხის გადარჩენას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა. აუცილებელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ შეუერთდნენ სამაშველო ოპერაციას და დაეხმარონ ხალხს ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში.
თუ ახლა არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია სტიქიის ზონაში, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ის არაეფექტურია. უკრაინისა და ჩვენი მთავრობის ყველა შესაბამისი მიმართვა ხელმისაწვდომია. ბევრმა მსოფლიო ლიდერმა, სახელმწიფოს მეთაურმა, მთავრობებმა და მთავრობათაშორისმა ასოციაციამ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - მათ აშკარად დაგმეს რუსული დანაშაული ეკოციდის შესახებ. მადლობას გიხდით ამ პრინციპისთვის",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.
უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.
რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press