თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თუ "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან" სტატუსის მიღების შანსი უფრო მეტია.
„თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, მაშინაც ასე ობიექტურად წინასწარ რომ გვეთქვა და გველაპარაკა და ვსაუბრობდით ამაზე სხვათა შორის, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა, რომ ობიექტურობის შემთხვევაში სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის აქ, ცუდი - პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც, ნახევრად სავსე ჭიქაზე ან ნახევრად ცარიელზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მეტსაც ვიტყვი და შეიძლება ცოტა გაუკვირდეთ ვიღაცებს, მაგრამ მე მგონი ამის სითამამე უნდა გვეყოს და ვთქვათ, თუ ვიღაცები, მაგალითად, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ბევრი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი ფიქრობს ასე იმიტომ, რომ სტატუსი არის ამ შემთხვევაში ბევრის გადასახედიდან, ვინც ამ ქვეყანას მტრობს, ბერკეტი, რომ ხელისუფლება შეცვალოს. თუ არ მივცემთ სტატუსს, იქნებ შევცვალოთ ემოციურ ფონზე ხელისუფლება, მაგრამ თუ ამას ზარი არ აქვს, მაშინ ობიექტურად ეკუთვნის და ნუღარ ვალაპარაკებთ და გავანაწყენებთ“, - გაანაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press