მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე.
კალიურანდის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას კონკრეტული ფაქტები აჩვენებს.
"მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა - "ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ". მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტატა და შემიძლია წავკითხო ყველა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად",- მიმართა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press