საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხზე არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს.
"საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე მე ვერ მოვისმინე", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press