Foto

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მანიპულაციები ხშირად ხდება და დასძინა, რომ სანქციების დასაწესებლად ფაქტია საჭირო, რომელიც არ არსებობს.

"ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.