ჩვენ არ ვითხოვთ ნატოს ჯარს, ჩვენ გვჭირდება იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულება ასევე გამოეხმაურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარები გაგზავნოს.
როგორც კულებამ აღნიშნა, ომის დასრულებამდე ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ჯარს არ შეიყვანენ.
„უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო სახელმწიფოები არ გაგზავნიან ჯარს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი“, - განაცხადა კულებამ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press