სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განაცხადა.
როგორც დევინმა აღნიშნა, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28 %-ია.
"სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია. გასულ წელს, ის 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28%-ია მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი 100%-იც კია.
ქართული ოცნების ლიდერების ძლიერი, ანტიდასავლური გზავნილები გვაშფოთებს, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები ხდებიან", - განაცხადა დევინმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press