მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ახალწვეული იუსიფ ნასიბოვი (დაბადებული 2005 წელს) გარდაიცვალა.
გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.
"პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press