აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს და შეფასებებს, ახლა მოუწიათ, ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარების გუშინდელ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ხელისუფლებაზე, რათა "ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს".
"ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა.
მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press