ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ, - ამის შესახებ ესტონეთი პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას დახმარებას აქტიურად უწევენ, თუმცა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.
"ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს სურვილი ჩაერიოს ამ ომში და გაგზავნოს თავისი სამხედროები უკრაინაში, მე არ მსმენია ასეთი გეგმის შესახებ", - განაცხადა კალასმა.
შეგახსენებთ, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მიიღებს, ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი, შესაძლოა, უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის მზად იყოს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press