ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
როგორც ჩერევატიმ აღნიშნა, ბოლო დღეებში ბახმუტის მიმართულებით 15 შეტაკება და 5 საჰაერო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის 120 ჯარისკაცი, დაიჭრა 163 და 11 ტყვედ ჩავარდა.
„ვისარგებლეთ იმით, რომ შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან ტერიტორია, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვითი სამუშოები. რამდენიმე დღეა, ვაწარმოებთ თავდასხმით ოპერაციებს. წინა დღეების განმავლობაში ზოგიერთ რაიონში 1 200 მეტრამდე დავწინაურდით. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩერევატიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press