ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობა შეაჩეროს.
როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადთორმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მიზეზად, ორ ქვეყანას შორის არსებული კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების დაბალ ნიშნულზე ყოფნას ასახელებს.
"ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა, რადგანაც ისლანდიას აქვს მდიდარი ურთიერთობები რუსეთის ხალხთან 1944 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, არსებული ვითარება უბრალოდ არ აძლევს საშუალებას ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press