Foto

მედია - ჩინეთი და რუსეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გენერალური შტაბის უფროსმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

"შეხვედრა გაიმართა ორი სახელმწიფოს მეთაურთა კონსენსუსის განხორციელების და არმიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით", - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.