უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინელი ხალხი შეუპოვარია და გააკეთებენ ყველაფერს რუსული თავდაცვის ხაზების გასარღვევად, მანვე დასძინა, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია.
"უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი.
პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები.
რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა.
გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი", - წერს სააკაშვილი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press