აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
ფედერალური ბრალდების მტკიცებით, ტრამპი აღნიშნულ დოკუმენტებს აბაზანაში, საძინებელსა და სხვადასხვა ადგილას ინახავდა. გამოძიების ცნობით, აბაზანიდან ამოღებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამის, აშშ-სა და სხვა უცხოური ძალების იარაღის შესაძლებლობებზე.
თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს.
მაიამის სასამართლოს წინაშე დონალდ ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press