რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ტერიტორიაზე 2 დრონი ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაცია კალუგის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ Telegram-ზე გაავრცელა.
გუბერნატორის განცხადებით, ერთი დრონი ჟუკოვსკის რაიონში, სოფელ სტრელკოვკას მახლობლად, მეორე კი, მედინის რაიონში, ტყეში ჩამოვარდა.
შაფშას ცნობით, დრონების ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მუშაობს, ექსპერტები უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ კალუგის ოლქს არ აქვს საერთო საზღვარი უკრაინასთან, ის ბრაიანსკისა და მოსკოვის ოლქებს ესაზღვრება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press