10 ივნისს უკრაინულმა ძალებმა ფრონტის სულ მცირე 10 რაიონში კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში.
ISW უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერზე, პოლკოვნიკ სერხი ჩერევატიზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის მიმართულებით 1 400 მეტრამდე დაწინაურდნენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე ეყრდნობა რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის წინსვლის შესახებ იტყობინებიან.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ჯარებმა განახორციელეს ლოკალიზებული თავდასხმები დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ნაწილში, განსაკუთრებით ველიკა ნოვოსილკას რაიონში.
როგორც ISW წერს, 10 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში მიაღწიეს ლოკალურ წარმატებას ორიხივის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონტრშეტევების დროს.
ISW ასევე უთითებს, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების მტკიცებით, რუსული ძალები უკრაინის შეტევებისგან თავს წარმატებით იცავენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press