კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 426 კერაა, მათგან 144 კი მხოლოდ კვებეკის პროვინციაშია.
კვებეკში, სადაც 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც მოიცავს უფრო მეტ ტერიტორიას, ვიდრე საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ერთად, ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 1 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, მათ შორის 100 ფრანგია.
პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
"მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კრიტიკული დარჩეს, მაგრამ ფრანგი მეხანძრეების ჩამოსვლა ნამდვილად დაგვეხმარება",- თქვა კვებეკის სატყეო მინისტრმა, მაიტე ბლანშეტ ვეზინამ.
ფედერალურმა მეტეოროლოგმა, ჯერალდ ჩენგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ონტარიოსა და სამხრეთ-დასავლეთ კვებეკში მოსალოდნელია მხოლოდ 10-20 მმ წვიმა, რაც მეტეოროლოგის ვარაუდით, ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად არასაკმარისი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ხანძრების გამო ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე 4,4 მილიონი ჰექტარი დაიწვა. ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი კი, აშშ-ს ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკშიც გავრცელდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press