Foto

დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე დეოკუპირებულია - გერაშენკო

უკრაინული არმიის მიერ დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე დეოკუპირებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო Telegram-ზე ვიდეოკადრებთან ერთად ავრცელებს.

"ჯარისკაცები აღნიშნავენ, რომ ოპერაციის დროს მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დატყვევება. ველოდებით გენერალური შტაბის ოფიციალურ შეტყობინებებს", - წერს გერაშენკო.

გენშტაბს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.