Foto

ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს - ჯაფარიძე

მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა დაბალია.

"გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს თუ უთხრა, კონკრეტული რაღაცები - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი რაღაც გააკეთეთ და ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსსო, აი, ადგებიან და იმ ხუთის საწინააღმდეგო რაღაცებს გააკეთებენ... 

თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით, დაბალია...

ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, არის ამ ხელისუფლების ცვლილება",- უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 9 ივნისს შეხვდა.