რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
როგორც უწყების პრესრელიზშია ნათქვამი, კონტრაქტი „მოხალისეთ ფორმირებებს“ აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მისცემს.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო, დაგეგმარებისა და მომარაგების საკითხების კუთხით.
დოკუმენტის მიხედვით, ინდივიდუალურ "მოხალისეებს" აქვთ უფლება, კონტრაქტი გააფორმონ როგორც რუსულ რაზმებთან, ისე თავდაცვის სამინისტროსთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press