უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი, გათავისუფლებულთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი, ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და 4 სამხედრო მეზღვაური არიან. მათგან 2 ოფიცერია, დანარჩენები კი, რიგითები და სერჟანტები არიან.
საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ტყვეობიდან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დატყვევებული პირები გათავისუფლდნენ. გათავისუფლებული დამცველებიდან 27 იცავდა დონეცკის მიმართულებას (მათგან 5 ქალაქ ბახმუტის მახლობლად). არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და სუმის მიმართულებების დამცველები, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press