სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ორიენტაციის არევასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მიუღებელია.
"მე, ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და ახლაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორინტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით",- ამბობს იოსელიანი.
შეგახსენებთ, 10 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
მომხდარს გამოეხმაურა კობახიძე და თქვა, რომ "მათი ორიენტაცია არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ".
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press