ბახმუტის მიმართულებით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, მტერი უპირატესობის მოპოვებას უშედეგოდ ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
როგორც ჩერევატიმ აღნიშნა, რუსულმა ძალებმა ბახმუტის ტერიტორიებს 249-ჯერ სხვადასხვა ტიპის არტილერიით დაარტყა და ასევე განახორციელა ორი საჰაერო იერიში, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინულმა ძალებმა 250-დან 700 მეტრამდე პოზიციური წინსვლა განახორციელეს.
„ბახმუტის მიმართულებით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, მტერი ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ, რუსულმა ძალებმა 249-ჯერ სხვადასხვა ტიპის არტილერიით დაარტყა ჩვენს პოზიციებს და 2 საჰაერო იერიში განახორციელა. ჩვენ, თავის მხრივ, განვაგრძეთ კონტრშეტევა, სადაც იყო შესაძლებლობები და ფლანგებზე 250-დან 700 მეტრამდე უპირატესობა მოვიპოვეთ“, - განაცხადა ჩერევატიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press