ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, იმისთვის, რომ "აღარ ჰქონდეს პროვოკაციის მოსურნე პოლიტიკურ სუბიექტებს ან მათ მედია წარმომადგენლებს საშუალება, შეიტანონ რაიმე ბუნდოვანება იმ რეალობაში, რაც ნამდვილად არსებობს".
"ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი და აღარ ჰქონდეს პროვოკაციის მოსურნე პოლიტიკურ სუბიექტებს ან მათ მედია წარმომადგენლებს საშუალება, შეიტანონ რაიმე ბუნდოვანება იმ რეალობაში, რაც ნამდვილად არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press