საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური და დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირადაა ხოლმე საუბარი.
"ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. აქვე, უნდა დავძინოთ, რომ ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციას და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამ ერთმა პოზიციამ გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან და ამიტომ, საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.
როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press