შვედეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს უკრინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს.
„ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ბილსტრომმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press