Foto

მთავრობა - ღარიბაშვილისა და ელჩების შეხვედრაზე საუბარი 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას შეეხო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

"საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.