Foto

„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს „მედეა ღამბაშიძე–პირველი ქართველი სტუდენტი ქალბატონის წიგნი-ალბომის გამოცემას.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოცემას თან უნიკალური ფოტოები და წერილები დაერთვება, რომელიც დღემდე საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.

მემორანდუმს ხელი „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.