დეოლიგარქიზაცია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს „დებიძინიზაციას“ და ვენეციის კომისიის დასკვნა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, ვენეციის კომისიის დაკვნა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.
“ჩვენ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.
დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს „დებიძინიზაციას“, „ქართული ოცნების“ ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული",- აცხადებს წითლიძე.
ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press