ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა.
„თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ ეროვნული ბანკი გადააქციოთ იუსტიციის საბჭოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორც მურუსიძეა. გინდათ ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press