თუ ვინმე ებრძვის ჩვენს კულტურას და იდენტობას ეს არის „ქართული ოცნება",- განაცხადა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან კინოცენტრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა „პოსტ ტვ"-ს ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას ეწევა და ცნობილია ის ზიზღის შემცველი ენა, რაც ამ ტელევიზიით ვრცელდება", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც გამორჩეულია რეპრესიული მეთოდებით, კინოცენტრში ის ადამიანი დანიშნა, რომელიც პროპაგანდის განმახორციელებელია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press