თუკი, ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებლის - რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებულია ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებს არავისგან ესწავლებათ ტოლერანტობა და იმედი გამოთქვა, რომ ლგბტ თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მონიჭების პროცესში არ გახდება პრობლემა.
„მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს: - თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყნაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს.
იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრი სტატუსის მონიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ. და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი.
ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენისა და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე და ჩვენ დღეს მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასვმევინებთ", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები სწორედ ადამიანის უფლებრივ დაცვას და დემოკრატიას ამოფარებულები, შენიღბულად მოქმედებენ ახალგაზრდა თაობის გასარყვნელად და მისივე შეფასებით, "უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ და შეეხნენ ბავშვებს, რაც საგანგაშოა".
„ამის იქით მხოლოდ უფსკრულია, საითკენაც მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას! საქართველოში ბავშვებს დედაენის წიგნებს ურიგებენ და არა ერთსქესიანთა ოჯახური თანაცხოვრების წესებს აცნობენ, რაც არ უნდა კარგად იყოს ეს „ნამღერი". როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს, უფალი არ გაწირავს საქართველოსო. არა, ეს ნამდვილად ასე არ იქნება, თუკი ჩვენ თავად გავწირავთ ჩვენს ქვეყანას და არ დავიცავთ საკუთარ შვილებს. დღეს, ქართულ პოლიტიკაში ცოდნისა და უმეცრების, რწმენისა და უღმერთობის, სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლაა. სამწუხაროდ, ბოროტი ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ ქართველებს, არა უმრავლესობას, მაგრამ მაინც ქართველებს, საკუთარი ხელით ანადგურებინებს საკუთარ ქვეყანას, თუმცა, არც ისეთი ძლიერია, რომ ამ ქვეყნის გაქრობა შეძლოს", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press