აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავწკავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ, მე მათ პასუხს არ გავცემ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრია, რომელიც მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფს.
"აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი ,რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას", - განაცხადა ოდიშარიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press