Foto

კრივოი-როგში დაჭრილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

კრივოი-როგში დაჭრილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაჭრილთაგან 12 საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

მომხდართან დაკავშირებით, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.