Foto

დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ ცნობს და ბრალდებებს არ აღიარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც დღეს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე, თავს უდანაშაულოდ ცნობს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს.

მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.