პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ.
დაპირისპირების გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა.
მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press