თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადემირ პუტინს "კუთხეში მიიმწყვდევენ", ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ნატოს მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ ამავდროულად მისი ძალიან ეშინიათ.
"ისინი [ნატოს წევრები] ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ მისი ძალიან ეშინიათ. ეს ზუსტად ვიცი... შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ამაში მეორეხარისხოვან როლს არ თამაშობენ და იღებენ რადიკალურ, კარდინალურ და საბოლოო გადაწყვეტილებებს საჭიროების შემთხვევაში. მათ ამის ყველაზე მეტად ეშინიათ, გულწრფელად ყველა ამას ამბობს - ბირთვული კატასტროფა. მათ ამის ეშინიათ. მათ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ეშინიათ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა ეს ჩაიდინოსო და ა.შ. ეს ბუნებრივია, არც ჩვენ გვინდა, ჩვენც გვეშინია, ცხოვრება გვინდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამან შესაძლოა მსოფლიო კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დედამიწა შეიძლება ორბიტას მოწყდეს, მთელი ეს იარაღი თუ აფეთქდება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press