ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ სამართლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა კონტრშეტევა ომში გარდამტეხი მომენტი. მაგრამ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას ათავისუფლებენ. უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე კიევის მოლაპარაკების პოზიციას გააძლიერებს.
რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და [გაიგებს, რომ] სამათლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკება უნდა აწარმოოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press