Foto

ტრამპი ბრალდებებზე - ეს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი მცდელობაა

კორუმპირებულმა მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააკავებინა ყალბი და შეთითხნილი ბრალდებებით, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისთვის ბრალის წაყენება არჩევნებში ჩარევა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის კიდევ ერთი მცდელობაა.

„კორუმპირებულმა მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააკავებინა ყალბი და შეთითხნილი ბრალდებებით შუა საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ის წააგებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.