"კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან - ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაძლიერების საშუალებაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ოკუპანტმა ქვეყანამ ბოლო დარტყმა "კალიბრის" ტიპის რაკეტებით, გასულ დღეებში ოდესაზე განახორციელა.
ზელენსკის თქმით, მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ რუსული რაკეტის მწარმოებლებისთვის მარშრუტები დაბლოკოს.
"რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე "კალიბრის" რაკეტებით. ამ "კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press