უკრაინა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის როლს უკვე ასრულებს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინა, რომელიც იცავს "დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან", მოელის, რომ ვილნიუსის სამიტზე ნატო განმარტავს, როდის და როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
რეზნიკოვის თქმით, ევროპის დაცვა უკრაინისთვის "არ არის მხოლოდ აბსტრაქტული კონცეფცია".
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ იარაღისა და აღჭურვილობის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არსენალი...
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ახლა ცდილობენ, მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის ნატოს სტანდარტების დანერგვით.
ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც შედის უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში. ავაშენოთ ყველა პრაქტიკული რამ ისე, რომ ვილნიუსს ჰქონდეს მაქსიმალური სივრცე, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად",- ამბობს რეზნიკოვი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press