საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა, ბევრი კი ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, მაშველებმა 104 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილთა შორის ეგვიპტელები, სირიელები, პაკისტანელები, ავღანელები და პალესტინელები არიან.
გადარჩენილები სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს. ქალაქის მერის მოადგილე იოანის ზაფიროპულოსი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბორტზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press